LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა გაჩერდე და მოუსმინო” – უსახლკარო მომღერლიდან  ინტერნეტვარსკვლავამდე (ვიდეო)

484
5585433-100219-wabc-subway-singer-sidebyside-img

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს ცარიელი მეტროსადგური, სადაც ქალი მღერის. ვიდეოში მომღერალი ქალი იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის ოპერიდან “ჯანი სკიკი”, არიას O mio babbino caro ასრულებს. აღნიშნულმა ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო, უსახლკარო ქალს კი სიუჟეტი თითქმის ყველა ამერიკულმა მედიასაშუალებამ მიუძღვნა.

საბოლოოდ მისი ვინაობა დადგინდა, მისი სახელია ემილი ზამორკა, ის 52 წლის არის და პროფესიონალი მევიოლინე და პიანისტია. მას სახლი არ აქვს და ხშირად ხედავენ ლოს-ანჯელესის ქუჩებში ურიკით, სადაც თავისი ნივთები უდევს, ფულს კი ქუჩაში, მუსიკის შესრულებით აგროვებს.

“ლოს-ანჯელესში 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს – ეს უამრავი ხმა და უამრავი ისტორიაა, ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაჩერდე და მოუსმინო ერთ-ერთ მათგანს, რათა გაიგო საოცრება”, – ასე დაასათაურა პოლიციის დეპარტამენტმა ვიდეო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები