LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საუკეთესო კარდიოვარჯიში

266

ექიმები ძალიან ხშირად გვირჩევენ, რომ ორგანიზმი კარდიოვარჯიშებით უფრო დავტვირთოთ. რატომ? იმიტომ, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღი მოქმედება, ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სპეციალისტების მიერ შერჩეულ 10 საუკეთესო კარდიო ვარჯიშს

 

სირბილი

სირბილი საუკეთესო კარდიოვარჯიშია და შესასრულებლადაც უმარტივესი. თუ კარდიოვარჯიშით დაინტერესებული ხართ, პირველ რიგში სწორედ სირბილით დაიწყეთ, ასეთი დატვირთვა ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ველოსიპედით სეირნობა

ეს სავარჯიშო სირბილისგან ბევრი არაფრით განსხვავდება. თუ სირბილს ვერ ახერხებთ ეცადეთ, რომ ველოსიპედით გაისეირნოთ. ველოსიპედით სეირნობის დროს, ორგანიზმი დიდი დატვირთვით მუშაობს და ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კარდიოვარჯიშია.

ელექტროტრენაჟორი

თუ თქვენ სპორტდარბაზში ბრძანდებით, აუცილებლად გამოყავით დრო ელექტროტრენაჟორისათვის, რომელიც დატვირთვას ერთდოულად სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გადაანაწილებს. ეს ტრენაჟორი ანაცვლებს სირბილს და ამაგრებს თქვენს გულსიხლძარღვთა სისტემას.

ცურვა

ცურვა ორგანიზმისთვის ყველაზე საუკეთესო სავარჯიშოა. გარდა იმისა, რომ ის საუკეთესო ვარჯიშია გულისათვის, აკაჟებს სხეულს და გამოიმუშავებს იმუნიტეტს. განსაკუთრებით კი ცურვის ვარჯიშები ორგანიზმს ზამთრის პირობებში ეხმარება, გამოკვლევების თანახმად ადამიანები რომლებიც სპორტის ამ სახეობით არიან დაკავებულნი, 70%-ით ავადდებიან გაციებით ან სხვა ვირუსული ტიპის დაავადებებით.

სტეპ-აერობიკა

მეცნიერებისგან დადგენილია, რომ დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშები საუკეთესოა გულსისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღებისთვის. შესაბამისად, თუ სპორტდარბაზებში სიარულს ვერ ახერხებთ, შეიძინეთ სტეპ-აერობიკის DVD  ყოველ დილით ივარჯიშეთ თქვენს ტელევიზორთან ერთად.

ნიჩბოსნის ტრენაჟორები

მიუხედავად, რომ ასეთ ვარჯიშებს ნაკლებად შეხვდებით, არ ღირს უყურადღებოდ დატოვება. მსგავსი ვარჯიში ორგანიზმს იმუნიტეტის რეგენერაციაში ეხმარება და რაც ყველაზე მთავარია, საუკეთესო კარდიოტრენაჟორია.

სეირნობა

ნელი ნაბიჯებით სეირნობა დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ სეირნობა ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია მთელი ორგანიზმისთვის.

ბადბინტონი ან ხელბურთი

გასაკვირი არაა ის, რომ სპორტსმენი ადამიანები ყველაზე ძლიერი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ადამიანები რომლებიც აქტიურად არიან დაკავებული ნებისმიერი სახის სპორტით, ნაკლებად ავადდებიან სხვადასხვა დაავადებებით. თუმცა ბადმინტონი და ხელბურთი, საუკეთესო კარდიოვარჯიშია.

კრივი

კრივი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა და ამასთანავე საუკეთესო კარდიოვარჯიშად ითვლება. ის კარგად ამუშავებს გულისა და ფეხის კუნთებს, განსაკუთრებით კი ორგანიზმს ბალანსირების შენარჩუნებაში ეხმარება.

იოგა

გინდა დაიჯერეთ, გინდ – არა, მაგრამ, პრაქტიკულმა გამოკვლევებმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ იოგის ვარჯიშებისგან მიღებული დატვირთვა თქვენს გულს, 15%-ით უფრო შედეგიანად ამუშავებს. შესაბამისად იოგა საუკეთესო კარდიოვარჯიშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები