თანამედროვეობის ლეგენდარული მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი გამთენიისას 76 ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს მისი ცხოვრებიდან, რომელზეც აქამდე არაფერი გსმენიათ:
- სტივენ ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს ოქსფორდიში დაიბადა – ზუსტად 300 წლის შემდეგ ასტრონომ გალილეო გალილეის გარდაცვალებიდან. 21 წლის ასაკში მას ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს. ექიმებმა მას მაქსიმუმ 2-3 წლის სიცოცხლის გარანტია მისცეს.
- სკოლაში სტივენი ქაოტურად სწავლობდა, თუმცა საკმაოდ კარგად ერკვეოდა მათემატიკასა და ქიმიაში. 9 წლის ასაკში კლასში მისი ნიშნები ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო, თუმცა მასწავლებლები აღიარებდნენ მის გენიალურობას და სკოლაში ზედმეტსახელად „აინშტაინიც“ შეარქვეს.
- მამამისს სურდა, რომ სტივენი ექიმი გამოსულიყო, მაგრამ მას ბიოლოგია სრულებით არ აინტერესებდა.
- სამეფო გაერთიანებაში შეხვედრის დროს, ჰოკინგმა ცნობილ ასტროფიზიკოსს, ფრედ ჰოილს ლექცია იმისთვის შეაწყვეტინა, რათა მის მიერ დაშვებული შეცდომა შეესწორებინა. როდესაც მას ჰკითხეს, როგორ აღმოაჩინა ეს შეცდომა, მან უპასუხა: „უბრალოდ, ჩემთვის ეს მონაცემები უკვე მოთვლილი მქონდა“.
- 70-იან წლებში ჰოკინგმა კოსმოლოგიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ეს იყო ჰოკინგის სწავლების გახსნა, რომელიც შავი ხვრელების ენერგიას შეეხებოდა.
- 1980 წელს, პროფესორმა ჰოკინგმა და პროფესორმა ჯიმ ჰარტლმა სამყაროს მოდელი წარმოადგინეს, რომელსაც დროსა და განზომილებაში არ ჰქონდა საზღვარი. მოგვიანებით ამის შესახებ წიგნი სახელწოდებით „დროის მოკლე ისტორია“ გამოვიდა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 25 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
- 1985 წელს სტივენ ჰოკინგი პნევმონიით დაავადდა. მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ ექიმებს მისი აპარატიდან გამორთვა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ამაზე უარი განაცხადა მისმა მეუღლემ, ჯეინმა და მედიკოსებმა ტრაქეოტომია ჩაატარეს, რათა მეცნიერისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ამის შედეგად ჰოკინგმა მეტყველების უნარი დაკარგა, რომლის გამოც სიცოცხლის ბოლომდე ხმოვანი სინთეზატორის დახმარებით მეტყველებდა.
- ჰოკინგი – მეცნიერების „პოპ-ვარსკვლავია“. ის გამოჩენილა „სიმპსონებში“, „ვარსკვლავურ ომებსა“ და „დიდი აფეთქების თეორიაში“, ხოლო Pink Floyd-ის რამდენიმე სიმღერაში („Keep Talking““, „Talkin Hawkin“) მისი ხმა ისმის.
- მიუხედავად იმისა, რომ სტივენს უამრავი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო აქვს მიღებული, მას არ მიუღია ნობელის პრემია. ოქსფორდში ის 30 წლის განმავლობაში იმავე კათედრას იკავებდა, რასაც ისააკ ნიუტონი.
- ბოლო დროს ის აქტიურად საუბრობდა სამყაროს აღსასრულზე – გლობალური დათბობის, ახალი მკვლელი-ვირუსების გამოგონებისა და კომეტების მოქმედების შედეგად. ადამიანებს ის სხვა პლანეტებზე გადასახლებისკენ მოუწოდებდა. ჰოკინგს ღრმად სწამდა უცხოპლანეტელების არსებობაც.