ლიამ პეინმა 32 მილიონი დოლარის ქონება უანდერძოდ დატოვა. სასამართლომ ქონების მმართველად მისი ყოფილი შეყვარებული, ჩერილ ტვიდი დანიშნა, რომლისგანაც პეინს 8 წლის შვილი ჰყავს.
დიდი ბრიტანეთის მემკვიდრეობითი კანონების თანახმად, დიდი ალბათობით ქონება სანდო ფონდში განთავსდება და საბოლოოდ ლიამის შვილს, ბეარს გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ ლიამ პეინი გასული წლის 16 ოქტომბერს, 31 წლის ასაკში ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.


