ის თავისი თაობის უდავოდ საუკეთესო მსახიობია და ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესოც. შეიძლება მერილ სტრიპი ყველას საყვარელი მსახიობი არ იყოს, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია არსებობდეს კინომოყვარული, რომელიც პატივს არ სცემს მის უსაზღვრო ტალანტს.
ცოტამ თუ იცის, რომ მერილი მსახიობის გარდა საბავშვო წიგნების ავტორი, პოლიგლოტი და ძალიან კარგი დედაა. კიდევ რა არ ვიცით მერილ სტრიპზე?
10 უცნობი ფაქტი მერილ სტრიპის შესახებ:
- მერილი ლეგენდარული მსახიობის ნამდვილი სახელი არ არის. მისი ნამდვილი სახელი მერი ლუიზა სტრიპია, მერილი კი მამის მიერ შერქმეული მეტსახელი. სტრიპს სახელი დედის და ბებიის, ასევე დედამისის საუკეთესო მეგობრის პატივსაცემად დაარქვეს.
- მერილ სტრიპი ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე ხშირად ნომინირებული მსახიობია ძირითად სამსახიობო ნომინაციებში. სტრიპის ანგარიშზეა 21 ნომინაცია და 3 ,,ოსკარი” როლებისთვის ფილმებში: „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ (1979), „სოფის არჩევანი“ (1982) და „რკინის ლედი“ (2011). გარდა ამისა, სტრიპი 30-ჯერ იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“.
შედარებისათვის გეტყვით, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავ მამაკაცებს შორის ოსკარის ნომინაციების რაოდენობით რეკორდსმენი ჯეკ ნიკოლნსონია, რომელიც ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე 12-ჯერ იყო წარდგენილი.
- თინეიჯერობისას სტრიპი ნიუ-იორკის ოპერის თეატრში სწავლობდა, თუმცა მას საოპერო ხელოვნება ნაკლებად ხიბლავდა. უფრო მეტ დროს მერილი ჩერლიდერობას უთმობდა. საოპერო გამოცდილება სტრიპს მოგვიანებით ძალიან წაადგა ფილმებში – Mamma Mia და The Witch in The Woods შესრულებულ როლებზე მუშაობისას.
- ცოტამ თუ იცის, რომ მერილ სტრიპი რამოდენიმე საბავშვო წიგნის ავტორი და თანაავტორია. გარდა ამისა, იგი საბავშვო აუდიოწიგნებსაც ხშირად ახმოვანებს.
- ელენ დეჯენერისის შოუში სტრიპმა განაცხადა, რომ „იმ ქალების ისტორია, ვინც ბევრი რამ გააკეთა საზოგადოებისათვის და მიუხედავად ამისა, მათი სახელები მაინც უცნობია ფართო მასებისათვის, აუცილებლად უნდა გახმაურდეს.“ – სწორედ ამიტომ ფილმისათვის „რკინის ლედი“ (2011) მიღებული მთელი ჰონორარი მერილ სტრიპმა ქალთა ისტორიის ეროვნულ მუზეუმს შესწირა.
- ვიდრე მუშაობას დაიწყებდა „სოფის არჩევანზე“ (1982) მერილ სტრიპმა პოლონური ენის შესწავლა დაიწყო. გადასაღებ მოედანზე იგი უკვე ისე კარგად საუბრობდა პოლონურად, რომ ადგილობრივებს პოლონელი ეგონათ. სტრიპს განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა პოლონური გერმანული აქცენტით.
- მერილ სტრიპი უკვე 42 წელია ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება სკულპტორ დონ გამერთან. ისინი 1978 წელს დაქორწინდნენ და 4 შვილი შეეძინათ.
- მერილ სტრიპის სამი ქალიშვილიდან ორი, მიმი და გრეისი, საკმაოდ წარმატებული მსახიობები არიან. მიმი გამერი შესაძლოა გახსოვდეთ სერიალიდან „კარგი ცოლი“, ხოლო გრეისი სერიალიდან „ამერიკული საშინელებათა ისტორია“.
- მერილ სტრიპმა ფილმში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, რომლისთვისაც მოგვიანებით „ოსკარი“ დაიმსახურა, თავად დაწერა თავისი პერსონაჟის, ჯოანას ცნობილი სიტყვა. „როდესაც სცენარი წავიკითხე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის, როგორც ქალისთვის და დედისათვის, რომლისთვისაც შეიძლება შვილი წაერთმიათ, სულაც არ იყო დამაჯერებელი სიტყვა იმიტომ, რომ ეს არ იყო ქალის დაწერილი.“ -განაცხადა მოგვიანებით სტრიპმა, რომელმაც ფილმის რეჟისორ რობერტო ბენტონისთან შეთანხმების შემდეგ, მთლიანად გადაწერა ჯოანა კრამერის სიტყვა.
- 1975 წელს ლეგენდარულმა კინოპროდიუსერმა დინო დე ლაურენტის უფროსმა 26 წლის მერილს, რომელიც „კინგ-კონგის“ სინჯებზე მივიდა, მახინჯი უწოდა. ეს ამბავი მსახიობმა რამოდენიმე წლის წინ, გრეჰემ ნორტონის შოუში გაიხსენა.
„ლაურენტისს ჩემი თავი მისმა ვაჟმა წარუდგინა, მან კი შვილს იტალიურად უთხრა ჩემზე: „რა მახინჯია“. ამის შემდეგ მე იტალიურად მოვიხადე ბოდიში და ოფისი დავტოვე.“- თქვა სტრიპმა და იქვე მოუწოდა ახალგაზრდა, დამწყებ მსახიობებს, არ თქვან უარი თავიანთ ოცნებებზე ერთი წარუმატებელი აუდიენციის გამო. „კინგ-კონგში“ მთავარი როლი საბოლოოდ ჯესიკა ლანჟმა შეასრულა.