LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოულოდნელი ნათესაობა: ვარსკვლავების უცნობი ოჯახური კავშირები

279
ჰოლივუდი

ახალი ინგლისის ისტორიულ-გენეალოგიურმა საზოგადოებამ ცნობილი ადამიანების ნათესაური კავშირების დადგენა გადაწყვიტა და მეტად უჩვეულო კვლევა წამოიწყო. მეცნიერთა ძიება, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა, საინტერესო, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

ნიკოლას კეიჯი და სოფია კოპოლა – „ოსკაროსანი“ მსახიობი და რეჟისორი სინამდვილეში ბიძაშვილები არიან. კარიერის დებიუტში კეიჯმა პირველ რიგში გვარი შეიცვალა, რათა არავის დაედანაშაულებინა ცნობილი ბიძის – მაესტრო კოპოლას მფარველობასა და პროტექციაში. შესაბამისად, სოფია, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მამისგან რეჟისორული ტალანტი მისი ღვიძლი ბიძაშვილია.

ხოაკინ ფენიქსი და ბენ აფლეკი – მსახიობები რამდენიმე წლის წინ დანათესავდნენ, როცა ბენის უმცროსმა ძმამ კეისი აფლეკმა ხოაკინის უმცროს დაზე – სამერ ფენიქსზე იქორწინა, თუმცა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ფიგურირებს აფლეკის სახელი სასიყვარულო ინტრიგებსა და ოჯახურ სკანდალებში.

ბრუკ შილდსი და მერილ სტრიპი – მართალია, ბევრისთვის რთული დასაჯერებელია, მაგრამ „ოსკაროსანი“ სტიპისა და 1980-იანი წლების ვარსკვლავის – ბრუკ შილდსის მშობლები სინამდვილეში ბიძაშვილები არიან.

ფარელ უილიამსი და ტიმბალანდი – პოპულარული მუსიკალური პროდიუსერები ბიძაშვილები არიან. ყოველ შემთხვევაში ასე ამტკიცებს ტიმბალანდი, თუმცა მისი ვარსკვლავური ნათესავი მსგავსი თემის კომენტირებისგან თავს იკავებს.

გვინეტ პელტროუ და სტივენ სპილბერგი – ჰოლივუდური ჭორების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ სტივენ სპილბერგი დრიუ ბერიმორის ნათლიაა, თუმცა ცნობილ რეჟისორს კიდევ ერთი სახელოვანი ნათლული ჰყავს. სპილბერგს უნდა უმადლოდეს გვინეტ პელტროუ მსახიობის კარიერას, რადგან პირველმა სწორედ ნათლიამ აღმოაჩინა მასში მსახიობის ტალანტი და 1991 წელს საკუთარ ფილმში „კაპიტან კაუჭში“ ანდო ვენდის როლი.

მადონა და გვენ სტეფანი – ჟურნალისტები ხშირად ამსგავსებენ მუსიკოსებს ერთმანეთს. როგორც ჩანს, მსგავსება შემთხვევითი არაა, რადგან სტეფანის და მადონას დიდი ბებიები დები აღმოჩნდნენ.

ქეით მიდლტონი და გაი რიჩი – ბრიტანელი პრინცესა და რეჟისორი მე-18 საუკუნეში დანათესავდნენ, როცა მათი წინაპრები დევიდ გორდონი და სარა ლუგა დაქორწინდნენ. ნათესავური კავშირის შესახებ შთამომავლებმაც კარგად იციან, სწორედ ამიტომ მიიწვიეს 2011 წელს რიჩი ქეითისა და უილიამის საქორწინო ცერემონიაზე.

ელიზაბეტ ჰერლი და დევიდ ბექჰემი – დევიდი და ვიქტორია დიდი ხანია მეგობრობენ ელიზაბეტთან, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ჰერლი მათი შვილის ბრუკლინის ნათლიაა.

ჯასტინ ბიბერი და რაიან გოსლინგი – კანადელი მომღერალი არა მხოლოდ რაიან გოსლინგს, არამედ ავრილ ლევინსა და სელინ დიონსაც ენათესავება. როგორც აღმოჩნდა, ვარსკვლავებს საერთო ფრანგი წინაპრები ჰყავთ, რომლებიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში დასახლდნენ კვებეკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები