LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ულამაზესი ქალაქი, რომელიც ევროპაში მოგზაურობისას არ უნდა გამოგრჩეთ

779

თუკი ზღაპარში დასვენებაზე ოცნებობთ, მაშინ არჩევანი მართლაც ძალიან დიდია, დაწყებული ჯადოსნური ბერძნული სანაპიროებიდან დიდებულ შვეიცარიული ალპებით დამთავრებული. ევროპაში უამრავი ნაკლებად ცნობილი დასახლებაა. კონტინენტი მხოლოდ მეგაპოლისებისგან არ შედგება და ის უამრავ პატარა, თუმცა დაუვიწყარ ქალაქსა და სოფელს მოიცავს.

1. მანაროლა, იტალია

ზღაპრული პაწაწინა ქალაქი, რომელიც იტალიის ზღვისპირეთში ჩინკუე ტერეს რეგიონში მდებარეობს. მეთევზეთა დასახლება ცნობილი უგემრიელესი ღვინით და მანქანების არ არსებობით გახდა. დიახ, მანაროლაში ერთ ავტომობილსაც ვერ იპოვით, გადაადგილების ერთადერთი საშუალება კი მომცრო ზომის ავტობუსია, რომელსაც მგზავრები პარკიდან ცენტრამდე მიყავს.

2. კოლმარი, საფრანგეთი

შუა საუკუნეების ქალაქი, რომელსაც „პატარა ვენეციას“ უწოდებენ ვიზიტორებს რომანტიკული ქუჩებითა და ულამაზესი არხებით აკვირვებს. კოლმარის სტუმრებს ასევე უნიკალური ღვინის, პურისა და გერმანული არქიტექტურის შეგრძნებაც შეეძლებათ.

3. ჰალშტატი, ავსტრია

ავსტრიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება მთებში მდებარეობს და ათასობით წლის ისტორიას ინახავს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ქალაქი კაცობრიობის პატარა საგანძურია და მისი ნახვა მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

4. ბიბური, დიდი ბრიტანეთი

ბიბური ინგლისის ყველაზე ლამაზი და ფოტოგენური სოფელია. დასახლებას ასწლოვანი ისტორია აქვს და ეს მის ქუჩებში სეირნობისას ყველაზე კარგად იგრძნობა. ქვის სახლები, მდინარეები თუ მწვანე ქუჩები გულგრილს ვერავის ტოვებს.

5. გითჰორნი, ჰოლანდია

წყალზე გაშენებული პაწაწინა სოფელი ხელშეუხებელი სილამაზის, უჩვეულო მომხიბვლელობისა და ზღაპრული რეალობის ნაზავია. ჰოლანდიურ სოფელში გზები არ არსებობს და გადაადგილება მხოლოდ ნავებითაა შესაძლებელი. ამას ემატება ველობილიკები და უამრავი პატარ-პატარა ხიდი, რომელიც გითჰორნს დედამიწაზე არსებულ სამოთხედ აქცევს.

6. დინანტი, ბელგია

ზღაპრული სასახლეებითა და ჯაზ-მუსიკით გაჯერებული ბელგიური ქალაქიდან მთის ულამაზესი ხედი იშლება. ეს სწორედ ის ქალაქია, რომელიც ყველასათვის საყვარელი ბელგიური ლუდის სამშობლოდ ითვლება. დინანტი გემოვნებიანი, საინტერესო, მისტიკური, მიმზიდველი და რაღაცნაირად კეკლუცი დასახლებაა.

7. ლუნგერნი, შვეიცარია

ზღვის დონიდან 2,460 მეტრზე განთავსებული პატარა ქალაქი მთებში გაშენებული ზღაპარია. ულამაზესი ტბებითა და მინდვრებით სავსე ლუნგერნი მნახველს უამრავ ბუნებრივ სასწაულს უმზადებს.

8. რეინე, ნორვეგია

ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე მეთევზეთა სოფელი ყველაზე მეტად ბუნების მოყვარულებს მოეწონებათ. სულ რაღაც 300 ადამიანით დასახლებული ადგილი ნორვეგიაში ყველაზე ლამაზ სოფლადაა აღიარებული. ამასთან, ჩრდილოეთის ციალით ტკბობა რეინედან ორმაგად უფრო შთამბეჭდავია.

9. ლაუტერბრუნენი, შვეიცარია

შვეიცარიის ალპების მარგალიტი 72 ჩანჩქერს, ველ-მინდვრებსა და ულამაზეს მთა-გორებს აერთიანებს. გარდა ამისა, დასახლება ძალიან მოწესრიგებული და მოვლილია. ლაუტერბრუნენი ოჯახთან ერთად დასასვენებლად დედამიწაზე საუკეთესო ადგილია.

10. როტენბურგ-ობ-დერ-ტაუბერი, გერმანია

მიუნხენსა და ფრანკფურტს შორის განთავსებული ქალაქი ცნობილი შუა საუკუნებიის არქიტექტურითა და მე-14 საუკუნეში აშენებული ქალაქის კედლით გახდა. ქალაქში, რომელსაც ტურისტები დიდად არ აწუხებენ ხოლმე, სანახავი მართლაც ბევრია და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად როტენბრუგში თანამედროვე მარკეტებიც მრავლადაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები