ზაფხულის სეზონზე სულ უფრო აქტუალური ხდება საცურაო კოსტიუმების თემა. მით უფრო, როცა საკურორტო სეზონი იხსნება და მოდის ექსპერტებიც საკუთარ არჩევანს გვთავაზობენ. როგორიც არ უნდა შეიცვალოს მოდა, არის ისეთი საცურაო კოსტიუმები, რომლებიც მოდიდან არასოდეს გადადის. ასეთი კი მრავლადაა პრინცესა დაიანას გარდერობში. ამიტომ ზაფხულის ამ ცხელ დღეებში ჩვენ გადავწყვიტეთ გავიხსენოთ ლეიდი დის ყველაზე გემოვნებიანი კოსტიუმები, რომლებიც მას სხვადასხვა დროს ეცვა.
მაგალითად ყველას ახსოვს 1988 წელს მალიორკაზე დასვენებისას პრინცესა დაიანა ჭრელ საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი, რომელსაც ამავე ფერის მოსასხამი ამშვენებდა.
ისევე როგორ პრინცესას ვარდისფერი საცურაო კოსტიუმი, რომლითაც ის ბრიტანეთში, პრინც ჰარისთან ერთად გამოჩნდა.
დაიანას გარდერობში იყო სამოსი ლეოპოლდის პრინტით, მათ შორის ულამაზესი საცურაო კოსტიუმი, ქვედაბოლოთი.
სენ-ტროპეს სანაპიროზე კი, 1997 წელს დაიანა სალათისფერ კოსტიუმში ბრწყინავდა, რომელსაც იასამნისფერი დეტალები ჰქონდა. ეს კრუიზი ყველას სწორედ მრავალფეროვანი საცურაო კოსტიუმებით დაამახსოვრდა.
ასევე დასამახსოვრებელია ვარდისფერი კოსტიუმი მწვანე ყვავილებით, შავი გამჭვირვალე ბოდე და ცისფერი საცურაო კოსტიუმი.
ყველას ახსოვს ცნობილი ფოტო, პრინცესა დაინა სარდინიაში იახტაზე. აქ მას ულამაზესი იასამნისფერი ბიკინი ამავე ფერის პერანგთან აქვს შეხამებული.