კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს მიმართავს.
ხაინდრავა ტვიტერში გასული წლების ერთ-ერთი გადაცემიდან ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელშიც ჯონ ბასზე საუბრობს.
„10 წლის წინ ვიკითხე. არც „ქართული ოცნება“ იყო და არც დეპუტატების „ოთხეული“. იყო „ნაცების“ ტერორი, სისასტიკე, სამარცხვინოდ წაგებული ომი და აშშ-ის საელჩოს დუმილი. ესეც რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა იყო თუ – დემოკრატია? თქვენ რას ფიქრობთ, ქალბატონო ელჩო? ჯონ ბასმა არ მიპასუხა“, – წერს ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
10 წლის წინ ვიკითხე. არც “ქართული ოცნება” იყო და არც დეპუტატების “ოთხეული”.
იყო “ნაცების” ტერორი, სისასტიკე, სამარცხვინოდ წაგებული ომი და აშშ-ს საელჩოს დუმილი.
ესეც რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა იყო თუ დემოკრატია? თქვენ რას ფიქრობთ ქალბატონო ელჩო. ჯონ ბასმა არ მიპასუხა. pic.twitter.com/Opc9XPzcJz— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) September 16, 2022