LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მმართველი პარტია პარლამენტში ამ რუსული სტილის კანონპროექტის ინიციირებას ახდენს… არ გამიკვირდება, თუ ეს პროცესი ბოლომდე გავა…საქართველოს ჰყავს საკუთარი ოლიგარქი” – დეგნანი

147
კელი დეგნანი

„ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს  საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი აკრიტიკებს. მისი თქმით, შესაძლოა კანონი შემოიღონ იმისთვის, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ არსებობდნენ. ყოფილი ელჩის განცხადების თარგმანს „ფორმულა” ავრცელებს.

მეთიუ მილერი – ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით – კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა

„ახლა ქართველები ისევ ქუჩაში არიან, როცა მმართველი პარტია პარლამენტში ამ რუსული სტილის კანონპროექტის ინიციირებას ახდენს. გუშინ პირველი მოსმენით მიიღეს და არ გამიკვირდება, თუ ხალხის ნების მიუხედავად, ეს პროცესი ბოლომდე გავა. ვფიქრობ, რომ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შესაძლოა, ხელახლა შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

„ქართული ოცნების“ წევრებმა გასული წელი ადგილობრივი დამკვირვებლების კრიტიკაში გაატარეს, იმისთვის, რომ არავინ იყოს მათი კრიტიკოსი ან გააკეთოს კომენტარი ოქტომბრის არჩევნების სამართლიანობაზე. სხვა ახსნა ნამდვილად არ მაქვს იმ კანონის აღდგენის საბაბზე, რომელიც საზოგადოებამ ასე სერიოზულად უარყო.

ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით და მაგალითებით, როცა თავისუფლებისმოყვარე ქართველებმა, თქვეს „საკმარისია”. არ ვიცი, რა გამოიწვევს ასეთ ბრძოლას ამჯერად, შესაძლოა, ეს იყოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ ან კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში, ან სრულიად სხვა რამე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებლობის სულისკვეთება კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს” – განაცხადა დეგნანმა.

დეგნანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ოლიგარქად” მოიხსენია.

„სხვა ყოფილი ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ჰყავს საკუთარი ოლიგარქი, რომელსაც მიზანმიმართულად აქვს გადაწყვეტილი, შეინარჩუნოს მის სასარგებლოდ მომუშავე სტატუს-კვო და აქვს ენდემური კორუფცია, ძირითადად, მაღალ დონეზე.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს აქვს ერთპარტიული მმართველობა და დიდი პერსონალიების პოლიტიკა, რაც ასევე საბჭოთა სისტემის მემკვიდრეობაა. საბედნიეროდ, ასევე ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ახლა ისიც დარტყმის ქვეშაა.

ეს კანონი ხალხმა კატეგორიულად უარყო ერთი წლის წინ, როცა ათი ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში, რათა უარი ეთქვა კანონზე, რომელიც შექმნილია ხელისუფლების კრიტიკოსების გასაჩუმებლად და ნებისმიერმა თქვენგანმა, ვისთვისაც ცნობილია რუსეთში მიღებული მსგავსი კანონის გავლენა, იცის, რომ ამ კანონმა განდევნა სამოქალაქო საზოგადოება რუსეთიდან ან მთლიანად ჩაახშო” – აღნიშნა მან.

ყოფილი ელჩი ასევე გამოეხმაურა ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამოტანილ განაჩენს და შეწყალებაზე პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ახალგაზრდა მომიტინგისთვის უნდოდათ, რომ მიესაჯათ 10 წელი მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის შარშან საპროტესტო აქციებზე კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციებისას. ეს იყო გამიზნული გზავნილი ახალგაზრდებისთვის, რომ სახლში დარჩენილიყვნენ პროტესტების დროს, რადგან თუ ასე მოიქცევით, 10 წლით ციხეში აღმოჩნდებით.

ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა სწრაფად შეიწყალა ის და ახალგაზრდებს გზავნილი გაუგზავნა, რომ მე თქვენ გვერდით ვარ”, – თქვა ყოფილმა ელჩმა [„ფორმულას” თარგმანი].

საფრანგეთის საგარეო: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე – ინიციატივა ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება

პოპულალურები