LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი: „ამ მთავრობამ ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანა – მე არც რუსული ჩექმა მინდა და არც ამერიკული „ბატინკი“

167
დათო ოქიტაშვილი

„როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ვინმეს უნდოდეს რუსეთი და რუსული კანონი?! ამ მთავრობამ ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანა – მე არც რუსული ჩექმა მინდა და არც ამერიკული „ბატინკი“, – ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დათო ოქიტაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, გული წყდება, რომ „ბევრი ახალგაზრდა შეცდომაში შეიყვანეს“:

„ვფიქრობ, ეს ახალგაზრდები დაფიქრდებიან, თუ ვის გვერდით დგანან. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ვინმეს უნდოდეს რუსეთი, რუსული კანონი?!

„ერთი კითხვა მინდა ჩვენს ძვირფას პარლამენტარებს დავუსვა: ამ 200 ათას კაცს დაავიწყებთ ამ ყველაფერს?“ – თამრიკო ჭოხონელიძე

როგორც თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა სასიკეთოდ.

როგორ შეიძლება, რომ ამ მთავრობამ მიგვიყვანა ევროკავშირის წევრობამდე და იმ მთავრობამ 2008 წელს, ომის შემდეგ, ყველაფერი რუსეთს გადაულოცა და ხომ არის განსხვავება?! ვფიქრობ, ახალგაზრდები ძალიან ბევრ რამეში უნდა გაერკვნენ.

მე არც რუსული ჩექმა მინდა და არც ამერიკული „ბატინკი“. – განაცხადა დათო ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

პოპულარულები