LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გერმანიაში, კახი კავსაძის ექიმმა რომ აღმოაჩინა სიმსივნე აღარ ჰქონდა, გაოგნებულმა ჰკითხა – სად იმკურნალეო… „ჩემი ქვეყნის პატრიარქმა ილოცა ჩემთვისო“ – ამაყად უთხრა კახიმ“ – დათო ოქიტაშვილი ილია მეორეზე

346
დათო ოქიტაშვილი

დათო ოქიტაშვილი გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც პატრიარქ ილია მეორეზე ვრცლად ისაუბრა და გაიხსენა ამბავი, რომელიც მსახიობ კახი კავსაძეს გადახდა.

„კახი კავსაძეს ჰქონდა დაავადება [სიმსივნე] და მიდიოდა გერმანიაში, რომ გადაემოწმებინათ, პროგრესირებდა თუ არა დაავადება. მივიდა უწმინდესთან დასალოცად, ილია მეორემაც მრევლს სთხოვა, რომ ელოცათ კახის გამო. 

ჩავიდა კახი გერმანიაში და ექიმმა აღმოაჩინა რომ კახის სიმსივნე აღარ ჰქონდა, გაოგნებულმა ჰკითხა – სად იმკურნალეო… „ჩემი ქვეყნის პატრიარქმა ილოცა ჩემთვისო“ – ამაყად უთხრა კახიმ“, – აცხადებს დათო ოქიტაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g