LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუდიტორიების არ შევალთ, სანამ კანონს არ გაიწვევენ“ – ბათუმის საზღვაო აკადემიისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ

134
ბათუმის საზღაო აკადემიის სტუდენტები

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები სტუდენტურ გაფიცვას შეუერთდნენ, ისინი უნივერსიტეტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ და პროფესორ-მასწავლებლებს მოუწოდებენ, მათ პროტესტს შეუერთდნენ.

„აუდიტორიების არ შევალთ მანამ, სანამ კანონპროექტს არ გაიწვევენ, არა რუსულ კანონს! საქართველო და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ და ყველა ლექტორს მოგიწოდებთ, გამოდით!

გაფიცულებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

თეატრალურის სტუდენტები: ვიფიცებით, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს

გაფიცულებს სტუდენტებს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. გავრცელებულ განცხადებაში ისინი აკადემიურ პერსონალს მოუწოდებენ, დადგნენ მათ გვერდით.

გამოდით, ხმამაღლა თქვით, ნუ, გეშინიათ სამსახურების დაკარგვის, საქართველო თქვენ ხელშია, ეს ქვეყანა ჩვენ ხელშია“. – აღნიშნა ერთ-ერთი სტუდენტმა.

მათ უნივერსიტეტის დერეფანში საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს, მანამდე კი საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს.

საზღვაო აკადემიასთამ ერთად, გაიფიცა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი.

სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა დღეს აუდიტორიებში შესვლაზე უარი თქვეს და საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ. მათი თქმით, აუდიტორიებში არ შევლენ, ვიდრე აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა არ მოხდება.

ახალგაზრდები არ გამორიცხავენ, მათ პროტესტს ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილიც შეუერთდეს. სტუდენტები მსვლელობით მერიის შენობასთან გადასვლას გეგმავენ.

თსუ-ის ლექტორები: ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით!

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

პოპულარულები