LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ის ლექტორები: ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით!

226
tsu_w_h (1)

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც სოლიდარობას უცხადებენ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილე სტუდენტებს.

55 ლექტორის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი დადგებიან მათი სტუდენტების გვერდით.

“ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით.

აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია „რუსული კანონის“, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს” – ნათქვამია განცხადებაში, რომესაც 80-მდე ლექტორი აწერს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები