LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 წლის არც „ქართული ოცნება“ იყო და არც დეპუტატების „ოთხეული“.. იყო „ნაცების“ ტერორი, სისასტიკე, სამარცხვინოდ წაგებული ომი და აშშ-ის საელჩოს დუმილი.. ესეც რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა იყო თუ – დემოკრატია? – ხაინდრავა კელი დეგნანს

129
BeFunky-collage (1)

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს მიმართავს.

ხაინდრავა ტვიტერში გასული წლების ერთ-ერთი გადაცემიდან ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელშიც ჯონ ბასზე საუბრობს.

„10 წლის წინ ვიკითხე. არც „ქართული ოცნება“ იყო და არც დეპუტატების „ოთხეული“. იყო „ნაცების“ ტერორი, სისასტიკე, სამარცხვინოდ წაგებული ომი და აშშ-ის საელჩოს დუმილი. ესეც რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა იყო თუ – დემოკრატია? თქვენ რას ფიქრობთ, ქალბატონო ელჩო? ჯონ ბასმა არ მიპასუხა“, – წერს ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები