10 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მკურნალობს.
შემთხვევა, გუშინ, 12 მარტს მოხდა – ძლიერმა ქარმა გაიტაცა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი, რომელზედაც ბავშვები იმყოფებოდნენ.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 