10 წლის კორეელი დაელ ჰეო, რომელიც ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, უკვე ქართულადაც ამღერდა. მან იმედის ერთ-ერთ გადაცემაში „თოვლის ფანტელებო“ შეასრულა.
ცნობისთვის, გოგონა სამი წელია რუსთავში ცხოვრობს, ქართულს დიდი მონდომებით სწავლობს და არაჩვეულებრივად საუბრობს.