LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური უროლოგიის ეროვნულ ცენტრში – ოპერაციის შემდგომ გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს

9250
news (1)

ცოტა ხნის წინ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ხმაური იყო – სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ გარდაცვლილი 23 წლის ქალის ოჯახის წევრები, რომლებიც ადანაშაულებენ კლინიკის ექიმს, რომელმაც პაციენტს შარდ-კენჭოვანი დაავადების ენდოსკოპიური ოპერაცია ჩაუტარა.

„ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. შეიყვანეს ოპერაციაზე, მეორე დღეს დარეკეს: „ყველაფერი ნორმალურადაა და ყველაფერი მოწესრიგებულიაო“, შემდეგ 4 საათზე დარეკეს, ძალიან ცუდად არისო, შეეშინდათ, გაუშვეს სხვა საავადმყოფოში. გავგიჟდი, რომ ვნახე როგორი იყო. ანალიზები გააკეთეს და ინფექცია ვერ დაინახეს? რისი ექიმია, რატომ მუშაობს?

ვუთხარი, ლაზერით თუ საშიში იქნება, ჩვეულებრივი ოპერაცია გავუკეთოთო. არა არაფერი არ იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. რატომ დაიღუპა, თუ ყველაფერი წესრიგში იყო?! სიცილით, ხუმრობით, კარგ ხასიათზე, თავისი ფეხით მოვიდა, ოპერაცია გაიკეთა და მეორე დღეს გარდაიცვალა ბავშვი“, – განაცხადა მედიასთან გარდაცვლილის ოჯახის წევრმა.

მომხდართან დაკავშირებით ტვ „პირველთან“ კომენტარი გააკეთა უროლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელმაც განაცხადა, რომ ზუსტი მიზეზი, თუ რატომ განვითარდა უიშვიათესი გართულება დადგენილი არ არის.

„ახალგაზრდა ქალს ჩაუტარდა შარდ-კენჭოვანი დაავადების გამო ჩაუტარდა ენდოსკოპიური ოპერაცია კენჭის მოცილების, რომელიც ჩაატარა ჩვენი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ვინც არის შარდ-კენჭოვანი მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე უჯმაჯურიძემ. ასეთი ოპერაცია ტარდება წელიწადში არანაკლებ 400, იმ დღესაც სამი ჩატარდა თუ არ ვცდები.

ოპერაციის დღეს არ ყოფილა სისხლდენა და მეორე დღეს განვითარდა ჰემოლიზური სინდრომი, რომელიც გამოიხატა თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობაში, რის გამოც გადაწყდა მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა. ზუსტი ეტიოლოგიური მიზეზი, თუ რატომ განვითარდა ეს უიშვიათესი გართულება, ჩვენთვის დადგენილი არ არის. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“, – განაცხადა უროლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „ტვ პირველთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g