„ოპერაციის დღეს არ ყოფილა სისხლდენა და მეორე დღეს განვითარდა ჰემოლიზური სინდრომი, რომელიც გამოიხატა თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობაში, რის გამოც გადაწყდა მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა“ - აცხადებს უროლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
"ჩემს შვილს გავხედე და არ იყო ქირურგიული ჩარევა, ბავშვზე საერთოდ არ იყო ხელი მოკიდებული, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს ბავშვი, ზედმეტი გაუკეთეს" - ამბობს მოზარდის დედა.