ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი ცდილობენ, ყოველი უქმეები ვაჟიშვილთან ერთად გაატარონ.
თუმცა ამჯერად პაპარაცებმა რამდენიმე ფოტო საილასის გარეშე გადაიღეს, პატარა კი მშობლებს მოგვიანებით შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ბილი და ტიმბერლეიკი ერთად დაახლოებით ათი წლის განმავლობაში არიან, წყვილმა შეძლო და ურთიერთობაში რომანტიკა შეინარჩუნა, რაც მათ ერთობლივ ფოტოებზეც ჩანს.
ვარსკვლავებმა ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს, ხოლო 2012 წელს ურთიერთობა დააკანონეს. ცოტა ხნის წინ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ბილის მეორე ორსულობის შესახებაც, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.