LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაცემული და ფეხზე წამომდგარი“  – ჯასტინ ტიმბერლეიკი ახალი ალბომის პრომო ფოტოებზე

154
ჯასტინ ტიმბერლეიკი

მას შემდეგ, რაც ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი ალბომიდან პირველი სინგლი Selfish გამოუშვა, კიდევ ერთხელ გახდა ბულინგისა და ქილიკის მსხვერპლი. საქმე ისაა, რომ ამავე სახელწოდების სიმღერა, წლების წინ ბრიტნი სპირსმა გამოუშვა, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ ეს ჯასტინის სამაგიერო იყო ბრიტნის სკანდალურ მემუარებზე. სწორედ ამის გამო, ჩარტების სათავეში კვლავ მოხვდა ბრიტნის ძველი სიმღერა. ამას მოჰყვა ბრიტნის საჯარო ბოდიში ჯასტინს და თემა თითქოს ამოიწურა.

დღეს ინტერნეტში გავრცელდა ჯასტინ ტიმბერლეიკის უახლესი ფოტოები, რომლებიც სპეციალურად მისი ახალი ალბომისთვის,  Everything I Thought It Was შეიქმნა. 42 წლის ჯასტინი ახალ ფოტოებზე სხვადასხვა სტილისა და ზომის სამოსში პოზირებს.

ეს გახლავთ მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც ექვსწლიანი პაუზის შემდეგ გამოდის, ალბომის რელიზი 2024 წლის 15 მარტს დაიგეგმა.

Selfish – ჯასტინ ტიმბერლეიკი სიმღერას იმავე სახელწოდებით ავრცელებს, რა სახელწოდებითაც ბრიტნი სპირსმა გამოუშვა

ჯასტინ ტიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს სასამართლოში უჩივლებს

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები