45 წლის ჯასტინ ტიმბერლეიკმა განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე სოციალურ ქსელში ოჯახური დასვენების ამსახველი ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.
კადრებში მსახიობის მეუღლე, ჯესიკა ბილი და მათი ორი ვაჟი,11 წლის საილასი და 6 წლის ფინეასი არიან აღბეჭდილნი.
ჯასტინსა და ჯესიკა ბილს შორის შესაძლო პრობლემებზე საზოგადოებაში საუბარი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. მაშინ ერთ-ერთმა ინსაიდერმა განაცხადა, რომ ჯესიკა მეუღლესთან განქორწინებას გეგმავდა.
ახალი კადრების გამოქვეყნებით კი ჯასტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ ეტაპზე ის მეუღლესა და შვილებთან ერთად დროს შესანიშნავად ატარებს.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი 2012 წელს დაქორწინდნენ და ორი შვილი ჰყავთ. რამდენიმე წლის წინ ინფორმაცია გავრცელდა ჯასტინის ღალატის შესახებ. ტაბლოიდები იმასაც წერდნენ, რომ წყვილი განქორწინებას გეგმავდა, თუმცა, ინსაიდერების განცხადებით, ჯესიკამ მეუღლეს ღალატი აპატია, მეტიც, ამის შემდეგ წყვილს მეორე შვილი შეეძია.
19 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯესიკა ბილი ჯასტინ ტიმბერლეიკთან გაშორებას აპირებს