ჯესიკა ბილი, სავარაუდოდ, ქმართან, ჯასტინ ტიმბერლეიკთან დაშორებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
6 თვის შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკი სცენაზე გამოჩნდა
ინსაიდერის თქმით, ბილი დაიღალა არსებული მდგომარეობით:
„ის მუდმივად მარტო ზრუნავს შვილებზე, მაშინ როცა ჯასტინი თითქმის არასდროს არის სახლში. გარდა ამისა, მას აღარ სურს საჯარო სკანდალებში გახვევა“, – აცხადებს წყარო.
წყვილში პრობლემები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტიმბერლეიკი ნიუ-იორკში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დააკავეს. სკანდალის შემდეგ ოჯახმა ლოს-ანჯელესის სახლი დატოვა და მონტანის მთიან რეგიონში გადავიდა საცხოვრებლად.
ჯასტინ ტიმბერლეიკი დააპატიმრეს – პირველი ფოტოები უკვე გავრცელდა
ბილსა და ტიმბერლეიკს ორი შვილი ჰყავთ. ისინი ცდილობდნენ, ოჯახისთვის მეტი დრო დაეთმოთ, თუმცა, როგორც წყარო აღნიშნავს, ტიმბერლეიკმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მისი ხშირი არყოფნა და მეგობრებთან ერთად გართობის დეტალები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას.
ინფორმაციის თანახმად, მსახიობმა ცოტა ხნის წინ მეუღლეს ულტიმატუმი წაუყენა, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ის მასთან განქორწინდება.
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი ერთად 2007 წლიდან არიან. ოფიციალურად კი ისინი 2012 წელს დაქორწინდნენ.
