LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკი დააპატიმრეს – პირველი ფოტოები უკვე გავრცელდა

190
page

ჯასტინ ტიმბერლეიკი დააპატიმრეს. სამართალდამცველებმა მომღერალი და მსახიობი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავეს. ჯასტინი მეგობრებთან ერთად ბარში იმყოფებოდა, შემდეგ კი BMW-ს მარკის ავტომობილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მიუჯდა და მოძრაობის წესებიც დაარღვია.

ის პოლიციელებს მცირედ გაუძალიანდა, ამბობდა, რომ სულაც არ იყო მთვრალი, მხოლოდ ერთი ჭიქა მარტინი ჰქონდა დალეული და ალკო-ტესტის ჩაბარებაზე უარს აცხადებდა, თუმცა, სხვა რამეს ამტკიცებენ თვითმხილველები. მათი ცნობით 42 წლის მომღერალი ფეხზე ძლივს იდგა, სასმლის სუნი ასდიოდა და „შუშის თვალებით“ იყურებოდა.

ჯასტინი უკვე გაათავისუფლეს, ის სასამართლოს წინაშე 26 ივლის წარდგება.

სამი საუკეთესო პერფორმანსი iHeartRadio Music Awards-იდან

ჯასტინ ტიმბერლეიკი ევროპაში იმღერებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები