LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი საუკეთესო პერფორმანსი iHeartRadio Music Awards-იდან

145
ჯასტინ ტიმბერლეიკი

ლოს-ანჯელესმა, iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებას უმასპინძლა. საღამო არაერთი შთამბეჭდავი პერფორმანსით, დღის ჰაილაითად იქცა. შოუ მუსიკალურად ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლებმა, უახლესი და საკულტო ჩანაწერებით გააფორმეს.

ბიონსე, სტივი უანდერი, შერი, ჯენიფერ ჰადსონი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, SZA – ვარსკვლავთცვენა iHeartRadio Music Awards-ზე

პერფორმერებს შორის იყვნენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, შერი ჯენიფერ ჰადსონთან ერთად, Latto და TLC.

ჯასტინ ტიმბერლეიკი აუდიტორიის წინაშე მეექვსე სტუდიური ალბომის – Everything I Thought It Was სინგლებით – Selfish და No Angels ცეცხლოვანი შესრულებით წარდგა.

ცერემონიის დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი მომენტი შერის გამოსვლა გახდა. საკულტო შემსრულებელს სცენაზე ჯენიფერ ჰადსონი შეუერთდა. ვარსკვლავურმა დუომ Cher-ის შემოქმედებიდან 1989 წლის If I Could Turn Back Time და 1998 წლის Believe იმღერა.

აუდიტორიისთვის, საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა TLC-ის წევრების, ტაიონ უოტკინსისა და როზონდა თომასის ხილვა. მათ Latto-ს თანხლებით, 90-იანების ჰიტები – No Scrubs და Waterfalls გააცოცხლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები