LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსმა უცნობ მამაკაცთან ერთად იახტაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

128
photo-collage.png (57)

ბრიტნი სპირსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ახალი პოსტი, სადაც ის სამომავლო გეგმებზე საუბრობს, განხილვის თემა გახდა.

პოსტმა, რომელიც მან მალევე წაშალა, განსაკუთრებული ყურადღება მასზე დართული ფოტოთი მიიპყრო. სურათი იახტაზეა გადაღებული და კადრში ჩანს უცნობი მამაკაცი, რომლის ვინაობაც ამ დრომდე გაურკვეველია.

მედიამ და თაყვანისმცემლებმა ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი მის სავარაუდო ახალ რჩეულად მიიჩნიეს, თუმცა შემსრულებელს შესაძლო პარტნიორთან დაკავშირებით არაფერი დაუწერია.

პოსტის აღწერაში მომღერალმა ხაზი გაუსვა, რომ სოციალური ქსელებიდან წასვლაზე ფიქრობს და გეგმავს წამოიწყოს ახალი ბიზნესი, რაც საპნებისა და სანთლების წარმოებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ბრიტნი სპირსის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ თემაზე მუსიკოსიც არ საუბრობს, მაგრამ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებით, კიდევ ერთი შვილის გაჩენას კვლავ გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები