LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა

157
page

ბრიტნი სპირსი ლოს-ანჯელესში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. პაპარაცებმა 44 წლის არტისტი კალიფორნიაში, ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში დააფიქსირეს.

მომღერალი შეუმჩნევლად დარჩენას ცდილობდა და სახეზე „თრენჩს“ იფარებდა.

„ყვიროდა და ბავშვივით იქცეოდა“ – ბრიტნი სპირსის უახლესი ფოტოები და შოკისმომგვრელი ინციდენტი

ცნობისთვის, გასულ კვირას TMZ-ის ცნობით ბრიტნი ლოს-ანჯელესში მდებარე ტავერნაში იმყოფებოდა, სადაც „ყვიროდა და ბავშვივით იქცეოდა“, რის გამოც იქ მყოფ ადამიანებს დისკომფორტი შეექნათ.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა სტუმარმა განაცხადა, რომ სპირსმა მათ მაგიდასთან დანით ხელში ჩაიარა, რამაც დამსწრეებში შფოთვა გამოიწვია. საღამოს ბოლოს კი ბრიტნის მაგიდა ისე გამოიყურებოდა, თითქოს იქ პატარა ბავშვი იჯდა.

სასამართლო დასრულდა, ვერდიქტი გამოტანილია! – რა ბედი ეწევა ბრიტნი სპირსს

ბრიტნი სპირსი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს – ნახეთ მისი უკანასკნელი ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები