LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყვიროდა და ბავშვივით იქცეოდა“ – ბრიტნი სპირსის უახლესი ფოტოები და შოკისმომგვრელი ინციდენტი

241
page

გამოცემა TMZ ბრიტნი სპირსის უახლეს ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ 44 წლის მომღერალი ლოს-ანჯელესში მდებარე ტავერნაში იმყოფებოდა, „ყვიროდა და ბავშვივით იქცეოდა“, რის გამოც იქ მყოფ ადამიანებს დისკომფორტი შეექნათ.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა სტუმარმა განაცხადა, რომ სპირსმა მათ მაგიდასთან დანით ხელში ჩაიარა, რამაც დამსწრეებში შფოთვა გამოიწვია. საღამოს ბოლოს კი ბრიტნის მაგიდა ისე გამოიყურებოდა, თითქოს იქ პატარა ბავშვი იჯდა.

სასამართლო დასრულდა, ვერდიქტი გამოტანილია! – რა ბედი ეწევა ბრიტნი სპირსს

ცნობისთვის, თვის დასაწყისში სასამართლომ სპირსს 571 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, ასევე ბრიტნი ვალდებულია გაიაროს სამთვიანი სარეაბილიტაციო კურსი, ყოველკვირეულად ეწვიოს ფსიქოლოგს და თვეში ორჯერ ფსიქიატრს გაესაუბროს.

„შვილებმა ბრიტნი სპირსი შეგნებულად მოათავსეს სარეაბილიტაციო ცენტრში, რათა მის სასახლეში გადასულიყვნენ“ – პოპის პრინცესა სულ მარტოა

ბრიტნი სპირსი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს – ნახეთ მისი უკანასკნელი ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები