მედიაში ბრიტნი სპირსის დაკავების კადრი გავრცელდა, პარალელურად ამისა, 44 წლის პოპ-ვარსკვლავი კალიფორნიაში გამოჩნდა. ის შავი ფერის Mercedes-Benz-ის ავტომობილით გადაადგილდებოდა. ავტომობილს პირადი მძღოლი მართავდა, თავად სპირსი კი მგზავრის სავარძელში იჯდა.
მომღერალს ჩალის ქუდი ეხურა და დიდი ზომის მზის სათვალე ეკეთა. ფოტოების მიხედვით, ის კარგ განწყობაზე იყო და მძღოლთან საუბრისას ხშირად იღიმოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მისი ერთ-ერთი პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს. ინციდენტის შემდეგ, სპირსმა სამი კვირა სარეაბილიტაციო ცენტრში გაატარა.
ბრიტნი სპირსი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა

