LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გიტარები პატარა უცხოპლანეტელ ბავშვებს მაგონებს“ – ბრიტნი სპირსის შოკის მომგვრელი აღიარება – 44 წლის ვარსკვლავს მესამე შვილის ყოლა სურს

276
page

ბრიტნი სპირსმა „მამის დღის“ აღსანიშნავად გამოქვეყნებულ ემოციურ პოსტში გულშემატკივრები გააოცა. 44 წლის მომღერალმა სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, სადაც ცეკვავს და ხელში პატარა გიტარა უჭირავს.

ვიდეოს თანდართულ აღწერაში სპირსმა აღნიშნა, რომ ეს დღე მისთვის განსაკუთრებულად ემოციურია. მისი თქმით, გიტარები მას „პატარა უცხოპლანეტელ ბავშვებს“ ახსენებს.

„ეს ჩემთვის ემოციური დღეა. გიტარები პატარა უცხოპლანეტელ ბავშვებს მაგონებს, ისეთი ნაზი სიმები აქვთ. ამბობენ, რომ მუსიკა ანგელოზების მეტყველებაა“, – დაწერა მომღერალმა.

ყველაზე დიდი ყურადღება კი მისმა შემდეგმა აღიარებამ მიიპყრო. სპირსმა გაამხილა, რომ გიტარა მექსიკაში შეიძინა იმ იმედით, რომ ერთ დღეს კიდევ ერთი შვილი ეყოლებოდა.

„ეს გიტარა მექსიკაში ვიყიდე იმ იმედით, რომ ერთ დღეს კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას შევძლებ“, – აღნიშნა მან.

ვიდეოში მომღერალს ყვითელი, ღრმა დეკოლტეიანი სარაფანი ეცვა, რომელსაც მან მაღალქუსლიანი ჩექმები შეუხამა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსს ყოფილი მეუღლისგან, კევინ ფედერლაინისგან ორი ვაჟი ჰყავს.

ფოტო/ვიდეო: ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში იდუმალი შინაარსის პოსტებით დაბრუნდა

უხერხული მომენტი შოკის მომგვრელი ცეკვის დროს და ჩვილის ხელი – ბრიტნი სპირსი საზოგადოებას საგონებელში აგდებს

„მსურს გაცნობოთ, რომ ვიშვილე ულამაზესი გოგონა“ – ბრიტნი სპირსი ახალ ამბავს მორიგი შოკისმომგვრელი ცეკვით გვაუწყებს და გამომწერებს თავზარს სცემს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები