LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილებმა ბრიტნი სპირსი შეგნებულად მოათავსეს სარეაბილიტაციო ცენტრში, რათა მის სასახლეში გადასულიყვნენ“ – პოპის პრინცესა სულ მარტოა

697
page

პოპ-ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის გარშემო მორიგი სკანდალი აგორდა. ინსაიდერების ინფორმაციით, მისმა ზრდასრულმა ვაჟებმა, შონ პრესტონმა და ჯეიდენ ჯეიმსმა მიზანმიმართულად მოათავსეს დედა სარეაბილიტაციო ცენტრში, რათა თავად მის სახლში გადასულიყვნენ საცხოვრებლად და მისი ქონება ჩაეგდოთ ხელში.

„ისინი იყვნენ ძალიან მკაცრები“ – ბრიტნი სპირსის უმცროსი ვაჟი პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი დედა სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს – რას ჰყვება ინსაიდერი

ბრიტნი სპირსი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს – ნახეთ მისი უკანასკნელი ვიდეო

ინფორმაციის თანახმად, 44 წლის მომღერალი ამჟამად რეაბილიტაციას გადის მას შემდეგ, რაც მარტში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დააკავეს. ამ პერიოდში მისი 20 და 19 წლის ვაჟები მის მდიდრულ სასახლეში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ერთ-ერთმა ინსაიდერმა პოდკასტში Naughty But Nice განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა დაუყოვნებლივ დაიკავეს დედის სახლი. წყაროს თქმით, ისინი სარგებლობენ ყველა იმ კომფორტით, რასაც სპირსის შვილობა აძლევთ, ცხოვრობენ დიდ სახლში, არ იხდიან ქირას და იყენებენ ძვირადღირებულ მანქანებს.

„შვილებმა ბრიტნი შეგნებულად მოათავსეს სარეაბილიტაციო ცენტრში, რათა მის სასახლეში გადასულიყვნენ“, – აცხადებს წყარო.

ამავე წყაროს მტკიცებით, სწორედ ვაჟები იყვნენ ისინი, ვინც დედას რეაბილიტაციის გავლაზე აქტიურად უბიძგებდნენ. მსგავსი ინფორმაცია მანამდე სხვა მედიაშიც გავრცელდა, მათ შორის The Mirror-ში.

სოციალურ ქსელებში საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ შვილები უბრალოდ დედის დაბრუნებისთვის ამზადებენ სახლს და მის მხარდაჭერას ცდილობენ. თუმცა, სხვები მათ ქცევას კრიტიკულად აფასებენ და სარგებლის მიღებაში ადანაშაულებენ.

„ამჯერად შვილების მეურვეობის ქვეშ?“ – ბრიტნი სპირსი ახალ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები