LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისინი იყვნენ ძალიან მკაცრები“ – ბრიტნი სპირსის უმცროსი ვაჟი პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი დედა სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს – რას ჰყვება ინსაიდერი

381
page

პოპ-ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის უმცროსი ვაჟი, ჯეიდენ ფედერლაინი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში მას შემდეგ, რაც მისი დედა სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს.

ბრიტნი სპირსი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს – ნახეთ მისი უკანასკნელი ვიდეო

19 წლის ჯეიდენი ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს, სადაც ის პროდუქტების ყიდვით იყო დაკავებული.

წყაროს ცნობით, სწორედ მისი შვილების, ჯეიდენისა და შონ პრესტონ ფედერლაინის ჩარევამ გადააწყვეტინა 44 წლის ბრიტნის, 30-დღიანი მკურნალობის კურსის დაწყება.

„ისინი ერთადერთები არიან, ვისაც ბრიტნი უსმენს. ისინი იყვნენ ძალიან მზრუნველები და კეთილები, მაგრამ ამავდროულად ძალიან მკაცრებიც. ის მიხვდა, რომ უკიდურეს ზღვარს მიაღწია“, – აცხადებს ინსიადერი.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ სპირსის ყოფილი ქმარი, კევინ ფედერლაინი დადებითად აფასებს მომღერლის გადაწყვეტილებას. მისი ადვოკატის, მარკ ვინსენტ კაპლანის თქმით, კევინი კმაყოფილია, რომ მან დახმარებას მიმართა და იმედოვნებს, რომ სპირსი ბოლომდე გაივლის რეკომენდებულ მკურნალობის კურსს.

ბრიტნი სპირსის დრამატული დაკავება – 911-ის ჩანაწერი ერთსაათიან დევნას ასახავს

„მისი საშველი არ არის!“ – ბრიტნი სპირსი „შემაშფოთებელ“ ვიდეოებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები