ემინემის ყოფილი მეუღლე, კიმ სკოტი, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, პოლიციასთან დაძაბული ინციდენტის მონაწილე გახდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო, რომლებიც მედიაში გავრცელდა, აჩვენებს, რომ 51 წლის სკოტი სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, როდესაც ისინი მის დახმარებას ცდილობდნენ.
უკბინა და დაარტყა – ემინემის ყოფილი მეუღლე სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს – ვრცელდება ფოტოები
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გაჰყავთ კიმ სკოტი მიჩიგანში მდებარე სახლიდან საკაცით. ერთ-ერთ პოლიციელს, რომელმაც დაწოლა სთხოვა, სკოტმა აგრესიულად უპასუხა და უცენზურო სიტყვებით მიმართა. ვიდეოში ის ასევე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს სხვა პიროვნებას, რომელიც, სავარაუდოდ, იმ დროს ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე სულ მცირე ხუთი პოლიციელი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობდა. ინციდენტის დროს, როგორც ცნობილია, სკოტმა ერთ-ერთ ქალ პოლიციელს უკბინა. მოგვიანებით სამართალდამცველმა განაცხადეს, რომ ამის გამო მას ბრალი წარედგინებოდა.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც სკოტის ნათესავმა საგანგებო სამსახურში დარეკა. 911-ის ოპერატორის ჩანაწერის თანახმად, ზარის ავტორმა განაცხადა, რომ კიმ სკოტს მაჯა ჰქონდა გადაჭრილი და სისხლდენა აღენიშნებოდა. მისივე თქმით, სკოტი დივანზე იჯდა, მუსიკას უსმენდა, ხელში კი დანა ეჭირა და მის დადებაზე უარს ამბობდა. მოგვიანებით დისპეჩერს აცნობეს, რომ ქალმა გონება დაკარგა.
ინციდენტის შემდეგ კიმ სკოტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიჩიგანის შტატში მდებარე McLaren Macomb Hospital-ში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
ემინემის ყოფილი მეუღლე დააკავეს
ცნობისთვის, ემინემისა და კიმის ურთიერთობა წლების განმავლობაში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. მათ 1988 წელს, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გაიცნეს ერთმანეთი. 1995 წელს მათ ქალიშვილი, ჰეილი ჯეიდი შეეძინათ, ხოლო ოთხი წლის შემდეგ დაქორწინდნენ.
თუმცა, სკანდალების, კონფლიქტებისა და ღალატის ფონზე, მათი პირველი ქორწინება მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა. მოგვიანებით, როდესაც კიმი ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა, მას სხვა მამაკაცისგან ქალიშვილი, სტივი, შეეძინა, მიუხედავად ამისა, ემინემმა ბავშვი საკუთარ ოჯახში მიიღო და მოგვიანებით ოფიციალურადაც იშვილა.
2006 წელს წყვილმა ურთიერთობის აღდგენა სცადა და მეორედ იქორწინა, თუმცა ეს ქორწინებაც ხანმოკლე აღმოჩნდა და მხოლოდ 82 დღე გაგრძელდა.

