ემინემი ორგზის ბაბუაა. რეპერის ნაშვილები ქალიშვილი, 32 წლის ალაინა დედა პირველად გახდა, მას ქალიშვილი შეეძინა.
ალაინამ ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა და გამომწერებს შვილის პირველი ფოტოებიც გაუზიარა. ჩვილი სპეციალურად მოქსოვილ კომბინეზონში იყო გამოწყობილი, რომელზეც მისი უჩვეულო სახელი ეწერა. წყვილმა გოგონას სკოტი მარი მოლერი დაარქვა.
ემინემი ბაბუა მეორედ გახდება – ემინემის ქალიშვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს
აღსანიშნავია, რომ ემინემს 2025 წლის მარტში პირველი შვილიშვილი შეეძინა. მას ელიოტ მარშალ მაკკლინტოკი დაარქვეს.
საოცრად ჰგავს! – ემინემი ბაბუა პირველად გახდა
ემინემის ერთადერთი შვილიშვილის ფოტო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
ცნობისთვის, არტისტს სამი შვილი ჰყავს. აქედან მხოლოდ ერთი ბიოლოგიური შვილი, სახელად, ჰელი ჯეიდი.


