ჩარლი XCX-ის ახალი ალბომი Music, Fashion, Film ჯერ ოფიციალურად არ გამოსულა, თუმცა პროექტის მიმართ ინტერესი უკვე საკმაოდ დიდია. განსაკუთრებული ყურადღება მომღერლის ახალმა ვიდეოკლიპმა მიიპყრო, რომლის მთავარი გმირი ცნობილი ფრანგი მსახიობი, ვენსან კასელია.
კასელი მონაწილეობს სიმღერის, Camera ვიდეოში, რომლის გადაღებები ინგლისში, კენტის საგრაფოში გაიმართა. მისი ჩართვა პროექტში შემთხვევითი არ არის, მსახიობმა ცოტა ხნის წინ დევიდ კრონენბერგის ახალ ფილმში, The Shrouds ითამაშა, ხოლო თავად კრონენბერგი ჩარლი XCX-ის ახალი ალბომის ერთადერთი სტუმარია და მონაწილეობს დასკვნით ტრეკში, No One Lasts Forever.
გადასაღებ მოედანზე გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ, მედიაში უამრავი კომენტარი დაიწერა:
„აქ რა ხდება?“, „ამას თავი მონიკა ბელუჩი ხომ არ ჰგონია?!“, „ვენსანს მადა გაეხსნა?“
„მამაკაცს ასაკი ასე მოუხდეს, იშვიათია“ – 59 წლის ვენსან კასელის უახლესი ფოტოები Esquire-თვის
ვენსან კასელისა და ნარა ბაპტისტას სიყვარულით აღსავსე გამოჩენა წითელ ხალიჩაზე
