ფრანგული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობი, 59 წლის ვენსან კასელი, ჟურნალ Esquire-ის ექსკლუზიური გამოცემის მთავარი გმირია. მსახიობმა ფოტოსესიაში თავის რჩეულთან, მოდელ, ნარა ბაპტისტასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. წყვილი პარიზში, სენის სანაპიროზე სეირნობისას გადაიღეს.
ინტერვიუში, რომელიც მისი ახალი ფილმის, The Opera-ს პრემიერის წინ ჩაიწერა, კასელი გულწრფელად საუბრობს საკუთარ სამსახიობო კარიერაზე, ყველაზე მნიშვნელოვან როლებსა და შემოქმედებით გავლენებზე. მსახიობმა ასევე გაგვიზიარა, როგორია მისი ყოველდღიურობა ორ ქალაქს, პარიზსა და რიო-დე-ჟანეიროს შორის, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს.
უახლესი ფოტოების შემდეგ მედიაში უამრავი კომენტარი იწერება:
„მამაკაცს ასაკი ასე მოუხდეს, იშვიათია“, „ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ახალგაზრდობაში“, „ახლა კი ვხდებით, რატომ დაახვია თავბრუ ამდენ ლამაზმანს“
ვენსან კასელის თმახუჭუჭა ვაჟი და უმშვენიერესი რჩეული – ნარა ბაპტისტა ახალ ფოტოებს ავრცელებს
