LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენსან კასელის თმახუჭუჭა ვაჟი და უმშვენიერესი რჩეული – ნარა ბაპტისტა ახალ ფოტოებს ავრცელებს

1466
page

ვენსან კასელის რჩეულმა, ბრაზილიელმა მოდელმა, ნარა ბაპტისტამ ვინტაჟური ტანსაცმლის პლატფორმისთვის გამართულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა.

29 წლის მოდელი კამერის წინ სხვადასხვა ეფექტურ „ლუქში“ პოზირებდა, მათ შორის ნახევრად გამჭვირვალე პენუარში, კრისტალებით გაფორმებულ მინი-კაბაში, ასევე ერთ-ერთ ფოტოზე ის შიშველ სხეულს მხოლოდ ყვავილით იფარავდა.

ფოტოსესიას თავად ვენსან კასელიც გამოეხმაურა. 59 წლის მსახიობმა საყვარელი ქალის ფოტოების კომენტარებში მოკლედ დაწერა: „ცეცხლი“.

ნარამ „ინსტაგრამზე“ ვაჟის ფოტოც გაავრცელა. საიდანაც ჩანს რომ კასელის ერთადერთ ვაჟს ხუჭუჭა თმა აქვს.

ვიდეო: ურთიერთობის ჰარმონია თითოეულ კადრში – ვენსან კასელი და ნარა ბაპტისტა Esquire France-ის მთავარი გმირები გახდნენ

ცნობისთვის, წყვილი 2023 წლიდან ერთად არის. 2025 წლის დასაწყისში მათ პირველი ვაჟი შეეძინათ. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობისთვის ეს განსაკუთრებით სასურველი შვილა, რადგან მას სხვა ურთიერთობებიდან მხოლოდ ქალიშვილები ჰყავს.

„კაეტანოს მამა“ – 59 წლის ვენსან კასელი ორსული ნარა ბაპტისტას ფოტოს ავრცელებს

„მან ვენსან კასელს ის მისცა, რაც მონიკა ბელუჩიმ ვერ შეძლო“ – ნარა ბაპტისტა ფოტოების სერიას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები