ვენსან კასელმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გააზიარა, სადაც მისი საყვარელი ქალი, ნარა ბაპტისტა წამოზრდილი მუცლით პოზირებს. ფოტოს მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომენტარებში წერენ, რომ შესაძლოა ნარა მეორე ბავშვზეა ორსულად.
კასელმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო ვაჟთან, კაეტანოსთან ერთად.
„კაეტანოს მამა“, – ასე დაასათაურა ფოტო 59 წლის მსახიობმა.
გარდა ამისა, კასელმა „ინსტაგრამ სთორიში“ სხვა ფოტოც გაგვიზიარა, სადაც ნარა და ვენსანის უფროსი ქალიშვილი, დევა კასელი ერთად სანაპიროზე პოზირებენ.
„მან ვენსან კასელს ის მისცა, რაც მონიკა ბელუჩიმ ვერ შეძლო“ – ნარა ბაპტისტა ფოტოების სერიას ავრცელებს
„მამას როგორ ჰგავს“ – ნარა ბაპტისტა კაეტანო კასელის ფოტოების სერიას ავრცელებს
დედას ჰგავს თუ მამას? – ვენსან კასელმა და ნარა ბაპტისტამ ვაჟი გამოაჩინეს
