LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა სახით მოძრაობს“, „მხოლოდ იმიტომ რომ ბელუჩის და კასელის შვილია?!, „ვის ჰგავს?“ – 16 წლის ლეონ კასელის სამოდელო დებიუტი კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

225
page

იტალიის ქალაქ ტაორმინაში, სადაც Dolce & Gabbana-ს ტრადიციული Alta Moda გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება ერთმა დებიუტმა მიიპყრო. პოდიუმზე პირველად გამოვიდა მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილი, ლეონი კასელი.

16 წლის ლეონმა ჩვენება გახსნა და საღამოს ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სახედ იქცა. ის პოდიუმზე შთამბეჭდავი, ტიულის ჭრელი ყვავილებით გაფორმებული კაბით გამოჩნდა.

ლეონ კასელის პოდიუმზე გამოჩენა მისი პირველი პროფესიული ნაბიჯია მოდის ინდუსტრიაში. მოდის ექსპერტები უკვე საუბრობენ, რომ ის იმ ახალგაზრდა თაობას მიეკუთვნება, რომელიც ცნობილი მშობლების გზას აგრძელებს, თუმცა საკუთარი კარიერის შექმნასაც წარმატებით ცდილობს.

ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების შემდეგ მედიაში უამრავი კრიტიკული კომენტარი გავრცელდა. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ლეონი არ იმსახურებს პოდიუმზე გასვლას და სამოდელო კარიერას, რადგან მისი გარეგნობა არანაირად არ შეესაბამება სტანდარტებს.

„მხოლოდ იმიტომ რომ ბელუჩის და კასელის შვილია?!“, „რა სახით მოძრაობს“,„ჩაწყობილია?“, „რა შეუხედავი გოგოა“, „ვის ჰგავს საერთოდ?“, – არ წყდება კომენტარები.

„არც დედას ჰგავს, არც მამას!“ – მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 16 წლის ქალიშვილი, ლეონ კასელი Madame Figaro-ს გარეკანზე

„საერთოდ ვის ჰგავს?!“ – მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა და ბულინგის მსხვერპლად იქცა

ფოტო/ვიდეო: მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა – უმშვენიერესი დედა-შვილი „ვოგის“ გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები