LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთოდ ვის ჰგავს?!“ – მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა და ბულინგის მსხვერპლად იქცა

833
page

როგორც ცნობილია, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსმა ქალიშვილმა, ლეონ კასელმა „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა.

აღსანიშნავია, რომ წყვილი თავიანთ უმცროს ქალიშვილს პაპარაცებისა და ზედმეტი ყურადღებისგან საგულდაგულოდ მალავდა და აი, გოგონა 16 წლის შესრულდა და ბოლოს და ბოლოს საზოგადოების წინაშე გამოჩნდა.

ფოტოების გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო. ზოგი ფიქრობს, რომ ლეონი დედას ჰგავს, ბევრი კი თვლის, რომ ის დედისგან რადიკალურად განსხვავდება.

„საერთოდ ვის ჰგავს?!“, „არც დედას ჰგავს და არც მამას, მითუმეტეს არც დასთან აქვს რაიმე კავშირი“, – არ წყდება კომენტარები.

ფოტო/ვიდეო: მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა – უმშვენიერესი დედა-შვილი „ვოგის“ გარეკანზე

„ბავშვობაში ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობდი, მინდოდა ყველას გაეგო ჩემი ხმა, როცა ვიღლებოდი, მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი. ახლა კი საერთოდ აღარ ვიმალები. ძალიან მომწონს არსებობა. რა თქმა უნდა, ხანდახან ცოტა მკაცრი ხასიათი მაქვს. როცა შემიძლია სიცილი, ვიცინი“, – ამბობს ლეონი.

უმშვენიერესი დევა კასელის თვალწარმტაცი ფოტოსესია L’Officiel-თვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები