მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსმა ქალიშვილმა, ლეონ კასელმა „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა.
აღსანიშნავია, რომ წყვილი თავიანთ უმცროს ქალიშვილს პაპარაცებისა და ზედმეტი ყურადღებისგან საგულდაგულოდ მალავდა და აი, გოგონა 16 წლის შესრულდა და ბოლოს და ბოლოს საზოგადოების წინაშე გამოჩნდა.
იტალიური „ვოგის“ აპრილის ნომრის გარეკანი მისი პირველი ოფიციალური დებიუტია, ჟურნალში კი, პირველი გულწრფელი ინტერვიუა.
„ჩემი მისაბაძი მაგალითი ჩემი და, დევაა. ის მთელი ცხოვრება ჩემი კუმირია“, – აცხადებს ლეონი თავის პოპულარულ დაზე, რომელმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრიის დაპყრობა უკვე მოახერხა.
ფოტოებში ლეონი დედასთან ერთად სამზარეულოში ჩახუტებული პოზირებს.
ტიმ ბარტონთან განშორების შემდეგ, მონიკა ბელუჩიმ შავები გაიხადა – იტალიელი ლამაზმანის უახლესი ფოტოები
უმშვენიერესი დევა კასელის თვალწარმტაცი ფოტოსესია L’Officiel-თვის