ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, მონიკა ბელუჩი პარიზში გამართული, Cinéma Paradiso Louvre x MK2-ის კინოფესტივალს დაესწრო.
61 წლის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე ჯინსის ორეულითა და მზის სათვალით გამოჩნდა. მისი დახვეწილი და მინიმალისტური და ახალგაზრდული სტილი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და აღფრთოვანებაც გამოიწვია.
სხვათა შორის, გასულ კვირას მსახიობი კრიტიკის ობიექტი გახდა მედიაში გავრცელებული უახლესი ვიდეოს გამო. საზოგადოების ნაწილი კომენტარებში წერდა, რომ მონიკა არც ისეთ ასაკშია, რომ ასე გამოიყურებოდეს. მათი აზრით, 61 წლის მსახიობი გაცილებით ასაკიანს ჰგავს.
მონიკა ბელუჩის თამამი „ლუქი“ და ფოტოები დევიდ ფიშერთან
