LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დაბერებულია, თავს არ უვლის, ლიფტინგი მაინც გაიკეთოს“ – 61 წლის მონიკა ბელუჩის ახალი ვიდეო კრიტიკის ობიექტი ხდება

1283
page

მედიაში მონიკა ბელუჩის უახლესი ვიდეო გავრცელდა, სადაც ის რეჟისორ, ლეა მიზიუსს მადლობას უხდის. ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს პერსონაჟი მის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული გამოცდილება აღმოჩნდა.

ფილმი „ღამის ისტორიები“ მაყურებელს დრამატულ და ემოციურად ინტენსიურ ისტორიას სთავაზობს, სადაც პერსონაჟების შინაგანი სამყარო და ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ სიღრმემ და მრავალფეროვნებამ მისცა მონიკა ბელუჩის შესაძლებლობა, ეკრანზე განსხვავებული ემოციებისა და განცდების ფართო სპექტრი წარმოეჩინა.

თუმცა, ვიდეო მხოლოდ შემოქმედებითი ინფორმაციის გამო არ მოექცა ყურადღების ეპიცენტრი. გავრცელებული კადრები მალევე გახდა კრიტიკის ობიექტი.

საზოგადოების ნაწილი კომენტარებში წერს, რომ მონიკა არც ისეთ ასაკშია, რომ ასე გამოიყურებოდეს. მათი აზრით 61 წლის მსახიობი გაცილებით ასაკიანს ჰგავს.

„75 წლის ქალს ჰგავს“, „ძალიან დაბერებულია“, „თითქოს თავს არ უვლის“, „ელემენტარული ჩარევა სჭირდება“, „ლიფტინგი მაინც გაიკეთოს“, „ბუნებრიობა კარგია, მაგრამ ეს აშკარად ზედმეტია“, – არ წყდება კომენტარები

ფოტო/ვიდეო: მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა – უმშვენიერესი დედა-შვილი „ვოგის“ გარეკანზე

მონიკა ბელუჩის თამამი „ლუქი“ და ფოტოები დევიდ ფიშერთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები