მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსმა ქალიშვილმა, 16 წლის ლეონ კასელმა, გამოცემა, Madame Figaro-ს იშვიათი ინტერვიუ მისცა და ოჯახზე, საკუთარ ხასიათსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
ლეონი ამბობს, რომ დედისგან მემკვიდრეობით ჰარმონიისკენ სწრაფვა, მამისგან თავგადასავლების სიყვარული, ხოლო უფროსი დისგან პირდაპირობა და გულწრფელობა მიიღო. მისი თქმით, დევა მისთვის ერთდროულად საუკეთესო მეგობარი და მისაბაძი მაგალითია.
რომში დაბადებული ლეონი ამჟამად პარიზში სწავლობს, მას განსაკუთრებული ინტერესი კი ლიტერატურისა და ფილოსოფიის მიმართ აქვს. მიუხედავად ცნობილი ოჯახისა ის ცდილობს ჩვეულებრივი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს.
გოგონას ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოგონება დედასთან ერთად კინოგადაღებებზე ყოფნას უკავშირდება, სადაც პირველად ძალიან პატარა ასაკში მოხვდა.
ფოტოების გავრცელების შედეგ ლეონის გარეგნობა კვლავ კრიტიკის ობიექტი გახდა.
„არაფერი საერთო არ აქვს დევასთან“„, არც დედას ჰგავს არც მამას!”, – არ წყდება კომენტარები.
მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი პოდიუმზე – ულამაზესმა დევა კასელმა „ელი სააბის” ჩვენება დახურა
