„შუადღე“ გვაცნობს ქართველ მსახიობს, თათია წულაძეს, რომელმაც მონიკა ბელუჩისთან ერთად ერთ ფილმში ითამაშა და მასთან ერთად კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაძე გამოჩნდა.
„ჩემთვის იყო რაღაცნაირად საგიჟეთი, ისეთ ფილმში მოვხვდი, სადაც მონიკა ბელუჩი თამაშობდა. ამაზე ნაფიქრიც არ მქონდა… ძალიან გახარებული ვიყავი… ეს იყო ოცნება… წითელ ხალიჩაზე ერთად ვიყავით, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს… ერთად ვზრუნავდით10 წლის ბავშვზე, რომელიც ჩვენთან ერთად იყო. კანში კინოს ჩვენება როცა დამთავრდა, ჩავეხუტე, ვუთხარი, რომ ძალიან მომეწონა, როგორც ითამაშა. მე როცა გადაღებაზე მივედი, მონიკა ბოლო სცენას იღებდა, ვუყურებდი პატარა ტელევიზორში, როგორ თამაშობდა. ძალიან საინტერესო იყო ამის ნახვა…
ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. ათას კასტინგზე ვიყავი ფილმებისთვის… მეილი მომივიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩემხელა მსახიობს ეძებდნენ. მესამე კასტინგზე გავიცანი რეჟისორი, პარიზში მქონდა კასტინგი. 10 დღე დაველოდე. მომწერეს, რომ მოეწონათ ჩემი თამაში… ძნელია, ამ სფეროში შეხვიდე… რაც მოხდა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… მინდა, ამით ასი პროცენტით ვიყო ბედნიერი. იმედია, წინ და წინ წავალ…“