პარიზში საქველმოქმედო გალა-ვახშამი გაიმართა, რომელიც AEM Association-ის მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიება მიზნად რუანდაში მცხოვრები ბავშვების დახმარებას ისახავდა. საღამოს უამრავი ცნობილი სახე დაესწრო.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ ფრანგი მსახიობის, ვენსან კასელის ყოფილი მეუღლეები, მონიკა ბელუჩი და ტინა კუნაკი.
ორივე მათგანმა კლასიკური, მუქი ტონების სტილი აირჩია. 61 წლის ბელუჩი შავი, დახვეწილი კაბითა და კლასიკური ჟაკეტით გამოჩნდა, ხოლო 28 წლის კუნაკიმ უფრო მინიმალისტური „ლუქი“ აირჩია, კლასიკური შარვალი და ზოლიანი ნაცრისფერი პიჯაკი.
მედიასივრცე სულმოუთმენლად ელის ფოტოს, სადაც შესაძლოა კასელის „ექსები“ ერთ კადრში იყვნენ აღბეჭდილნი.
ვენსან კასელი შარშია! – რიოს კარნავალმა ყოფილი და ახლანდელი საყვარელი ქალები გააერთიანა


