ვენსან კასელის ყოფილი მეუღლე, ტინა კუნაკი ზაფხულის არდადეგებს საფრანგეთის კუნძულ, კორსიკაზე ატარებს. 29 წლის მოდელმა სოციალურ ქსელში დასვენების ამსახველი ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც კალვის სანაპიროზე ბიკინით პოზირებს.
კორსიკა წელს მოდის სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. ივნისის ბოლოს სწორედ აქ გაიმართა Jacquemus-ის 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება, რომელსაც ტინა კუნაკიც დაესწრო. გარდა ამისა, მოდელი ცოტა ხნის წინ საცურაო კოსტიუმების ბრენდის, Lavarice-ის საზაფხულო კამპანიის სახეც გახდა.
შეგახსენებთ, რომ ტინა კუნაკი და ვენსან კასელი 2023 წლის გაზაფხულზე დაშორდნენ. ურთიერთობის დასრულებაზე პირველად მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მსახიობი მეუღლის დაბადების დღის წვეულებას არ დაესწრო და მას არც სოციალურ ქსელში მიულოცა.
მოგვიანებით გავრცელდა სხვადასხვა ვერსია, მათ შორის ვარაუდიც, რომ დაშორების მიზეზი ტინა კუნაკის შესაძლო ღალატი იყო, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
განქორწინების შემდეგ ვენსან კასელმა ურთიერთობა მოდელ, ნარა ბაპტისტასთან დაიწყო. გასულ წელს კი მათ ვაჟი შეეძინათ. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ნარა გარეგნობით ტინა კუნაკს ძალიან ჰგავს, რის გამოც მას ხშირად „ტინას ორეულსაც“ უწოდებენ.
24-კარატიანი ოქროს გველი და სრულყოფილი ტინა კუნაკი – 2026 წლის ყველაზე ცხელი ფოტოსესია
ტინა და ახალი მამაკაცი – ვენსან კასელის ყოფილი მეუღლე დამაინტრიგებელ ფოტოებს ავრცელებს
