LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან ვენსან კასელს ის მისცა, რაც მონიკა ბელუჩიმ ვერ შეძლო“ – ნარა ბაპტისტა ფოტოების სერიას ავრცელებს

1288
page

ვენსან კასელის საყვარელმა ქალმა და მისი ერთადერთი ვაჟის დედამ, ნარა ბაპტისტამ „ინსტაგრამზე“ ფოტოების ახალი სერია გაავრცელა.

შთამბეჭდავ ფოტოებში ის თავის ერთ წლის ვაჟთან, კაეტანოსთან ერთად აბაზანაში პოზირებს. ერთ-ერთ ფოტოში კასელიც ჩანს, რომელსაც შვილის სახლის წარწერით მაისური აცვია.

„ნარამ ვენსანს ის მისცა, რაც მონიკა ბელუჩიმ ვერ შეძლო“, „ბოლოს და ბოლოს ვენსანი ბედნიერია“, „ლაღი და ბედნიერი ოჯახი“, „არაჩვეულებრივი გოგოა“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, წყვილი 2023 წლიდან ერთად არის. 2025 წლის დასაწყისში მათ პირველი ვაჟი შეეძინათ. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობისთვის ეს განსაკუთრებით სასურველი შვილა, რადგან მას სხვა ურთიერთობებიდან მხოლოდ ქალიშვილები ჰყავს.

„მამას როგორ ჰგავს“ – ნარა ბაპტისტა კაეტანო კასელის ფოტოების სერიას ავრცელებს

დედას ჰგავს თუ მამას? – ვენსან კასელმა და ნარა ბაპტისტამ ვაჟი გამოაჩინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები