ჩარლი XCX-მა ახალი, რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Music, Fashion, Film დააანონსა. არტისტის ინფორმაციით, დისკი დღის სინათლეს 24 ივლისს იხილავს.
მომღერალმა სოციალურ ქსელში ალბომის გარეკანიც გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახულნი არიან მუსიკოსი – ჯონ კეილი, დიზაინერი – მარკ ჯეკობსი და კინორეჟისორი – მარტინ სკორსეზე. თითოეული მათგანი სიმბოლურად გამოხატავს ალბომის სათაურში ნახსენებ სამ სფეროს: მუსიკას, მოდასა და კინოს.
ალბომი მოიცავს 11 სიმღერას, რომელთაგან უკვე ცნობილია ორი ტრეკი: Rock Music და SS26.
შემსრულებლის თქმით, ეს ალბომი მის წინა ნამუშევრებთან შედარებით ახალი მიმართულებაა და შესაძლოა მსმენელისთვის მოულოდნელიც კი აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ ჩარლი XCX-ის წინა სტუდიური ალბომი – Brat, რომელიც 2024 წლის 7 ივნისს გამოვიდა, მუსიკოსის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და კრიტიკოსების მიერ აღიარებულ ნამუშევარად იქცა. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, მან გამოუშვა საუნდტრეკ-ალბომი ფილმისთვის – ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი”.