LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარლი XCX-ის ახალ კლიპში ვენსან კასელი მონაწილებს

110
photo-collage.png (51)

ჩარლი XCX-მა მომავალი მუსიკალური პროექტის ახალი სინგლი, Camera გამოუშვა. სიმღერის რელიზი თანმხლებ კლიპთან ერთად შედგა, რომელშიც ფრანგი მსახიობი, ვენსან კასელი მონაწილეობს.

შავ-თეთრ ვიდეოში, რომელიც ეიდან ზამირიმ გადაიღო, მოქმედება კინოს გადასაღებ მოედანზე ვითარდება.

მუსიკალურ რგოლში კასელი განასახიერებს მსახიობს, რომელიც უდაბნოში სროლის სცენის გადაღებას ცდილობს, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო, ეს პროცესი მუდმივად ჩაშლის პირასაა.

თავად ჩარლი XCX ტრეკის ვიზუალში, რეჟისორის როლშია.

როგორც ვიდეოში, ისე სიმღერაში არტისტი განიხილავს სცენაზე დგომის, თამაშისა და საკუთარი იმიჯის შენარჩუნების ფსიქოლოგიურ წნეხს.

შეგახსენებთ, რომ ჩარლი XCX 24 ივლისს მეშვიდე სტუდიურ ალბომს – Music, Fashion, Film გამოუშვებს.

ჩარლი XCX-მა ახალი ალბომი დააანონსა, რომლის გარეკანზე ჯონ კეილი, მარკ ჯეკობსი და მარტინ სკორსეზე არიან გამოსახული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები